ახალი ამბები

კობახიძემ ივანიშვილის ანტიამერიკული განწყობა დაადასტურა – დეკანოიძე

კობახიძემ ივანიშვილის ანტიამერიკული განწყობა დაადასტურა – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობა ანტიამერიკული და ანტიდასავლურია.

საუბარია, კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

თავის მხრივ კობახიძემ ეს განცხადება ხათუნა ხოფერიას პოსტის კომენტირებისას გააკეთა.

ხოფერია ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

ხატია დეკანოიძის თქმით, ხოფერია ივანიშვილის პოზიციას აჟღერებს და სხვაგვარად მსგავსი შინაარსის პოსტს არ დაწერდა.

“როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ერთ-ერთი ანტიდასავლელი ექსპერტის, სახელისუფლებო მედიაში მუდმივად პოპულარული ადამიანის კომენტარზე აკეთებს განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანის [ხათუნა ხოფერიას] ან კობახიძის აზრი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია და ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იზიარებს ყველა და მათ შორის ირაკლი კობახიძეც. ფაქტია, რომ ხოფერია განცხადებას ისე არ გააკეთებს, თუ არ იქნება ბიძინას პოზიცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, შეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილის რისკ ჯგუფში მიიჩნევა, ნიშნავს, რომ მას საეჭვო ჭრილში უყურებენ.

“როგორ ჩანს, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი პოზიციაა და ეს კობახიძემაც დაადასტურა, რომ მისი განწყობა არის ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ის, რომ ყველას, ვინც უკრაინის მხარდამჭერია, ცუდი უნდა ბიძინა ივანიშვილისთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.