ახალი ამბები

რა პრობლემებია სკოლებში ციფრული რესურსების მხრივ – დირექტორებისა და მასწავლებლების ინფორმაცია

რა პრობლემებია სკოლებში ციფრული რესურსების მხრივ – დირექტორებისა და მასწავლებლების ინფორმაცია

საპარლამენტო თემატური მოკვლევის წევრები, რომლებმაც სასკოლო რესურსები შეისწავლეს, განმარტავენ, რომ თუ თემატური მოკვლევის ფარგლებში მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემოსული მოსაზრებებით ვიმსჯელებთ, პანდემიის პირობებში წახალისებული აქტიურობის სტიმული ჯერჯერობით ნარჩუნდება და მასწავლებლები და დირექტორები ხაზს უსვამენ, რომ ციფრული რესურსების გამოყენება კვლავაც აქტუალურია.

თუმცა არსებობს პრობლემები, რომლის გადაჭრაც დროულად უნდა მოხერხდეს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ციფრული რესურსების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, გადაიჭრას მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვდომა ციფრულ რესურსებზე. როგორც პანდემიის გამოცდილებამ აჩვენა, მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედისთვის მაინც ციფრული რესურსების არ არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტზე და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის პრობლემა აქტუალურია მასწავლებლების ნაწილისთვისაც.

ანგარიშის ავტორები წერენ იმასაც, რომ დღემდე ქვეყანაში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ციფრული რესურსების განვითარებასა და გამოყენებას ეხება.

მოკვლევის: „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ ფარგლებში, მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემოსულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობისა და რელევანტურობის შესახებ შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისობა: „არსებული ელექტრონული რესურსები ზოგჯერ არ არის ადაპტირებული და თანხვედრაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებთან თუ სასწავლო კურიკულუმთან. შესაბამისად, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ეფექტიანი არ არის“.

რესურსების სიმწირე: ქართულ ენაზე რესურსების სიმწირეზე საუბრობენ დირექტორები და მასწავლებლები. როგორც ერთ-ერთი დირექტორი ხსნის, „მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, ელექტრონული რესურსები ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის აღმასრულებელი თუ მასთან დაკავშირებული ინსტიტუციების არაერთ ოფიციალურ ვებგვერდსა და პორტალზეა განთავსებული, ისინი ზოგიერთი მიმართულებით საკმაოდ მწირია, ერთმანეთს იმეორებს“.

შინაარსობრივი და ენობრივი ხარვეზები: „ქართულ ენაზე თარგმნილი ელექტრონული რესურსები ხშირად არ არის სათანადოდ გამართული, რის გამოც აზრი ბუნდოვანი და გაუგებარია. იგივე ითქმის ციფრული პროგრამების ინსტრუქციებზეც, რაც ართულებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას“.

მასწავლებლის კომპეტენცია: რესურსების მოძიება და გამოყენება საჭიროებს როგორც შესაბამის ციფრულ კომპეტენციას, ასევე, ზოგჯერ, ინგლისური ენის ცოდნას. რესურსების სწავლებაში ეფექტიანად გამოყენება კი სწავლების მიდგომებისა და მეთოდების ფლობას, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს „1. მოსწავლეთა ისტ კომპეტენცია 2. მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა 3. მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები 4. გაკვეთილის მიმდინარეობის ტიპი (მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული, სხვ.) 5. სასწავლი მასალის თემატიკა“.

ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი სივრცის არარსებობა: რესურსები გაფანტულია სხვადასხვა გვერდზე. როგორც ერთ-ერთი დირექტორი გვიხსნის, „არ ქმნის ერთიან სივრცეს, რომელშიც გამარტივებული ნავიგაციით შესაძლებელი იქნება ყველა არსებულ რესურსზე წვდომა, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ ციფრულ საგანმანათლებლო მასალებზეც.“

ასევე იხილეთ:

სკოლის დირექტორი: მირჩევნია, არ განვახორციელო შესყიდვა როცა საჭიროა და დაველოდო ნებართვას, რომ საყვედური არ მივიღო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.