ახალი ამბები

CIU იწყებს USMLE -ში მოსამზადებელ პროგრამას

CIU იწყებს USMLE -ში მოსამზადებელ პროგრამას

USMLE არის აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს აშშ-ში რეზიდენტურის პროგრამებში ჩართვა, მას ჭირდება USMLE STEP 1 და STEP 2-ის ჩაბარება.

ორივე გამოცდა შედგება მრავალვარიანტიანი კითხვებისგან (ქეისებისგან). STEP 1 აფასებს სტუდენტის ბაზისურ სამეცნიერო ცოდნას, STEP 2 კი სამედიცინო ცოდნის გამოყენებას, უნარჩვევებსა და კლინიკური მეცნიერების ცოდნას.

CIU-ს მიერ მომზადებული პროგრამა USMLE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ პროგრამას მიუყვება და აერთიანებს იმ პედაგოგების გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს ეს გამოცდები.

კურსი პედაგოგების მიერ შემუშავებულ კონკრეტულ ჩანაწერებსა და სხვადასხვა სახის რესურსთან ერთად, ითვალისწინებს სრული საბაზისო ცოდნის გაზიარებას, სადაც სტუდენტს წვდომა ექნება გამოცდისთვის მოსამზადებლად საჭირო ყველა რესურსთან.

ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში გეგმავს ვებინარის ჩატარებას, სადაც დეტალურად იქნება საუბარი USMLE-ის გამოცდებთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 2 022115 (შიდა – 143)
Email: usmle@ciu.edu.ge

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.