ახალი ამბები

ბრიტანეთის დაზვერვა: შესაძლოა რუსეთმა ფოსფორის ბომბები მარიუპოლშიც გამოიყენოს

ბრიტანეთის დაზვერვა: შესაძლოა რუსეთმა ფოსფორის ბომბები მარიუპოლშიც გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე სადაზვერვო ცნობებს ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად:

  • რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორის ბობმების გამოყენების გამოცდილება ზრდის ალბათობას, რომ ამ ტიპის იარაღს მარიუპოლშიც გამოიყენებენ, სადაც ბრძოლები მძაფრდება.
  • რუსეთი დაბომბვას აგრძელებს დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინული ძალებმა კი მათი რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს, რის შედეგადაც გაანადგურეს რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა
  • რუსეთის მუდმივი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, რომ დამიზნებისა და დაბომბვისას სამიზნეების განსხვავება შეძლონ, რაც სამოქალაქო მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

რუსეთის ძალების მიერ დონეცკში, კრამატორსკში ფოსფორის ბომბების შესაძლო გამოყენების შესახებ ადგილობრივის საპატრულო პოლიციის უფროსის მაოდგილემ, ოლექსი ბილოშივცკიმ 22 მარტს განაცხადა. ამის შესახებ მოგვიანებით, 30 მარტს დონეცკის გუბერნატორმაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი ფოსფორის საბრძოლო მასალას დასახლებულ პუნქტებში იყენებდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.