ახალი ამბები

14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის ონლაინ ვიქტორინას ჩაატარებს

14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის ონლაინ ვიქტორინას ჩაატარებს

საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის, 14 აპრილს, ონლაინ ვიქტორინას ჩაატარებს.
ჩაერთეთ ვიქტორინაში, შეამოწმე რამდენად კარგად გახსოვს ქართული ენისა და დამწერლობის საკითხები. არ გაუშვათ შანსი, მიიღო სამახსოვრო საჩუქრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან!

გამარჯვებული იქნება ის, ვინც შეკითხვებს სწორად და ყველაზე სწრაფად გასცემს პასუხს.
ყველა, ვინც შეძლებს ვიქტორინის შეკითხვებს სწორად უპასუხოს, დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

ვიქტორინის შეკითხვები გამოქვეყნდება 14 აპრილს, 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook გვერდზე.

ვიქტორინისთვის განსაზღვრული დრო – 30 წუთი.

გისურვებთ წარმატებებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.