თბილისში მთის გამაგრების სამუშაოებისას ორი მუშა დაიღუპა
თბილისში, სვანეთის უბანში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა.
„ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.
შემთხვევა დღეს, 14 მაისს, შუადღისას მოხდა.
Комментарии в Facebook