ერიკ ლის საჯარო ლექცია „Why the Georgian Experiment Matters“
25 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ”Why the Georgian Experiment Matters” (რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართული ექსპერიმენტი).
მწერალი საქართველოში მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის – Writer-in-Residence – ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმყოფება.
ლექციის შემდეგ ერიკ ლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ლექციის შესახებ
1917 წლამდე დიდი იყო მოლოდინი, რომ სოციალისტური პარტიის გამარჯვება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანებს მეტ თავისუფლებას მოუტანდა. სწორედ ეს იყო ყველა სოციალისტის დაპირება კარლ მარქსის ცნობილი სიტყვების „რევოლუციის პირველი ნაბიჯი … [არის] დემოკრატიის ბრძოლის მოგება“ შემდეგ. მაგრამ რუსეთში კომუნისტების გამარჯვების შემდეგ დემოკრატიის ნაცვლად მსოფლიოში პირველი თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფო ჩამოყალიბდა. რა მოხდა? – ნიშნავდა თუ არა სოციალიზმი ტირანიის ახალ ფორმას? და არსებობდა თუ არა ლენინის, ტროცკისა და სტალინის მიერ დამყარებული დიქტატურის ალტერნატივა?
პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც სულ რაღაც სამი წელი იარსება, სოციალ-დემოკრატიულმა ლიდერებმა, მათ შორის კარლ კაუცკიმ, აღტაცებით მიიღეს როგორც ბოლშევიზმის ალტერნატივა. ევროპელი სოციალ-დემოკრატიული ლიდერების დელეგაციამ, რომელიც საქართველოში 1920 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა, და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა პარტიებმა, სოციალისტური საზოგადოების შესახებ ახალი ხედვა ჩამოაყალიბეს იმის ფონზე, რაც რუსეთსა და საქართველოში შეიქმნა. ხოლო საქართველოში 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ორი ბანაკი, რომლებიც ევროპულ მემარცხენეებში თანაარსებობდა, დაიშალა და ერთ მხარეს – კომუნისტები, მეორე მხარეს კი სოციალისტები აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მეხსიერება საქართველოს რესპუბლიკის შესახებ ევროპაში დიდწილად გაქრა, მათი ხედვა „დემოკრატიული სოციალიზმის“ როგორც კომუნიზმის ალტერნატივის შესახებ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით ცივი ომის დროს. განმათავისუფლებელი და დემოკრატიული სოციალიზმის ეს ხედვა დღესაც აქტუალური რჩება.
მომხსენებლის შესახებ
ერიკ ლი (დ. 1955) ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და პროფკავშირული აქტივისტია. მის მიერ დაფუძნებული ვებგვერდი LabourStart, რომლის უცვლელი რედაქტორია, აშუქებს პროფკავშირული მოძრაობის სიახლეებსა და კამპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ერიკ ლიმ ოცდაათი წელი მიუძღვნა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ასპექტის კვლევას და დაწერა ორი წიგნი:
The Experiment: Georgia’s Forgotten Revolution 1918-1921 (Zed, 2017)
წიგნი ასევე გამოქვეყნებულია ქართულად (გამომცემლობა „პოეზია“, 2018) და რუსულად.
Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler’s revenge (GreenHill Books, 2020)
წიგნი „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“ ასევე გამოქვეყნებულია ქართულად (გამომცემლობა „პოეზია“, 2020), ჰოლანდიურად და ჩეხურად.
გარდა ამ წიგნებისა, ერიკ ლი ავტორია ოთხი წიგნისა:
Britain’s Plot to Kill Hitler: The True Story of Operation Foxley and SOE (GreenHill Books, 2022)
Operation Basalt: The British Raid on Sark and Hitler’s Commando Order (The History Press, 2016)
The Labour Movement and the Internet: The New Internationalism (Pluto Press, 1996)
Saigon to Jerusalem: Conversations with Israel’s Vietnam Veterans (McFarland, 1992)
ფორმატი
საჯარო ლექცია და ცერემონია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. მონაწილეებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე თავად შეუძლიათ აირჩიონ დასწრების სასურველი ფორმატი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
სამუშაო ენა
ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 25 მაისი, 19:00 საათი