ახალი ამბები

სვანეთში ახალ წელს  ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

სვანეთში ახალ წელს  ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 იანვარს სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. 

მკვლელობა ახალი წლის დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მოხდა. დაპირისპირების დროს 30 და 34 წლის მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 

პოლიციის ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.