მე-12 კლასელების შეფასებისა და დონის დაძლევის შესახებ EMIS პედაგოგებს აფრთხილებს და ინსტრუქციას აქვეყნებს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა შეფასებისა და დონის დაძლევის შესახებ პედაგოგებს აფრთხილებს და ინსტრუქციას აქვეყნებს.

მართვის სისტემა 25 მაისის ინფორმაციაში განმარტავს, რომ მე-12 კლაისის მოსწავლეების დონის დაძლევა სისტემა eSchool – ში უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელ. ჟურნალში მოსწავლეების შეფასებები სწორია, არ საჭიროებს კორექტირებას და შესაბამისი საგნის მასწავლებლების მიერ სემესტრული შეფასება დადასტურებულია.

ემისი ხაზგასმით შეახსენებს მასწავლებლებს, რომ სისტემა eSchool- ში მოსწავლისათვის დონის დაძლევის მონიშვნის შემდგომ, ელ. ჟურნალში შეფასებების კორექტირება ვეღარ განხორციელდება.

“იმ შემხვევაში თუ ზოგადი სისტემა eSchool – შიუკვე მოხდა მოსწავლეების დონის დაძლევა და ელ. ჟურნალში საჭიროა დამატებთი მონაცემების შეტანა, აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ელ. ჟურნალის მონაცემების გვერდიდან მოსწავლის ბარათში შეფასებების კორექტირებით”, – აცხადებენ განათლების მართვის სისტემაში.

იხილეთ მონაცემების გვერდიდან შეფასებების დამატების დეტალურიინსტრუქცია:

მონაცემების მოდულის სახელმძღვანელო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.