ახალი ამბები

რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის საშინაო დავალებაში დახმარება – უახლესი კვლევის შედეგები

რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის საშინაო დავალებაში დახმარება – უახლესი კვლევის შედეგები

ბევრი მშობლისთვის, ბავშვებისთვის საშინაო დავალებაში დახმარება ისეთივე ჩვეულებაა, როგორც იმაში დარწმუნება, რომ ბოსტნეული მიირთვას და დროულად დაიძინოს. მათი აზრით, ეს ის საუკეთესო რამ არის, რითაც შეიძლება, რომ ცხოვრების დასაწყისში დაეხმარონ. ამ ყველაფერს გარკვეული სარგებელი შეიძლება მართლაც ახლდეს, მაგრამ სავარაუდოდ, არც ისე დიდი.

ეროვნული მასშტაბის მონაცემთა ორი ბაზის კვლევისას, რომლებიც საჯარო და კერძო დაწყებით სკოლებს მოიცავდა, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ვერ მიაგნო მნიშვნელოვან კავშირს მშობლების მიერ ბავშვისთვის საშინაო დავალებაში დახმარებასა და მიღწევებს მათემატიკაში ან კითხვაში.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჭკვიანია მოზარდი ან ბავშვი, როგორია მათი სოციოეკონომიკური სტატუსი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალგებრაში მეცადინეობაში ერთად გატარებულმა დრომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე.

„ამგვარად, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშობლების მიერ ბავშვებისთვის საშინაო დავალებაში დახმარებისა და კონტროლის ათეულობით წლიან ტრადიციას“, — წერენ მკვლევრები.

კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს საშინაო დავალების შესრულებაში, ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც აკადემიურ წრეებში წარსულში კამათობდნენ. სწორმა მიდგომამ შეიძლება ბავშვები სწავლის სიყვარულით დააინფიციროს. ზედმეტად დიდი ჩართულობა კი შეიძლება უფრო ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ტესტში კარგი ქულების მიღებაში.

თუმცა, მშობლებს ასეთი მუშაობა ყოველთვის არ უყვართ. კვლევების მიხედვით, საშინაო დავალება მშობლები შეიძლება სტრესული ძალისხმევა იყოს და სახლში დაძაბულობა შექმნას.

ზოგჯერ, თუ დროის დეფიციტია, მშობლებმა ბავშვებს შეიძლება პირდაპირ პასუხებიც უკარნახონ.

ამ კვლევათა უმეტესობა საშუალო და უმაღლესი სკოლების მოსწავლეებზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ დაწყებითი სკოლის საფეხური განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია განვითარებაში, როდესაც საშინაო დავალებას შეიძლება გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი.

ამიტომ, მკვლევრებმა სცადეს გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს 1-დან 5-კლასამდე ბავშვებზე მშობლების მიერ საშინაო დავალებაში დახმარება.

ამისათვის, მკვლევრებმა გამოიყენეს 1997-1998 და 2011 წლების მონაცემთა ეროვნული ბაზები. წინა კვლევებისგან განსხვავებით, ანალიზისას მათ მხედველობაში ასევე მიიღეს ისეთი ცვლადები, როგორებიც არის სოციოეკონომიკური სტატუსი და მშობელთა განათლება.

მაშინაც კი, როდესაც გაითვალისწინეს მშობლის მიერ საშინაო დავალების შესრულებაში გაწეული დახმარების დონე და ინტენსივობა, ეფექტებს მაინც ვერ მიაგნეს.

კვლევის ავტორებმა ამის მიზეზი დარწმუნებით არ იციან, მაგრამ აქვთ რამდენიმე ახსნა.

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახლში არსებული სტრესი სწავლისათვის ხელსაყრელი არ არის. ანდაც ის, რომ დავალების დიდ ნაწილს მშობლები ასრულებენ, იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასწავლონ, როგორ იფიქრონ თავად.

და ბოლოს, მშობლები ხომ მასწავლებელთა მსგავსად არ არიან მომზადებული, როგორ ასწავლონ შემდეგ თაობებს კითხვა და მათემატიკა.

„ბავშვები სირთულის გამოცდილებას ვერ იღებენ. დაწყებითი სკოლის მიზანია ცოდნის გაზრდა, მაგრამ უფრო მეტად ბავშვის უნარებისა და ჩვევების გამომუშავება“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკის მკვლევარი კატერინა ბოდოვსკი.

ბავშვს სწავლაში ხელი ასევე შეიძლება შეუშალოს მაღალმა მოლოდინებმა. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი მას მუდმივად აკონტროლებს, ამან შეიძლება მთელ სიტუაციას არასაჭირო სტრესი შემატოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი შიში მიიღოს მასწავლებლისგან, რომელიც სხვა ბავშვებთან მუშაობითაც არის დაკავებული.

ეს ყველაფერი აუცილებლად იმას კი არ ნიშნავს, რომ საშინაო დავალების შესრულებაში ბავშვისთვის დახმარებას არავითარი სარგებელი არ აქვს, რადგან კვლევას ერთმანეთისგან არ გაურჩევია მშობელთა მხრიდან დახმარების ტიპები და შეისწავლა მხოლოდ ის გავლენა, რაც ამას აკადემიურ მიღწევებზე ჰქონდა. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლების მიერ შვილებთან მეტი დროის გატარება შეიძლება სასარგებლო იყოს სასწავლებლის მიღმა რამეებისთვის, თუნდაც მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ბავშვების პერსპექტივიდან მიღებული ანგარიშები მიუთითებს, რომ მშობლების მხრიდან მხარდაჭერა და თავდაჯერებულობა დაკავშირებულია უფრო დიდ მიღწევებთან; ამიტომ, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა ერთმანეთისგან გაირჩეს მშობელთა მიერ საშინაო დავალების შესრულებაში გაწეული დახმარების სხვადასხვა ტიპები.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგები არ მიუთითებს მშობელთა მხრიდან დახმარებასა და უკეთეს ქულებს შორის კავშირზე, მკვლევრები იმასაც აცნობიერებენ, მათ არ შეუსწავლიათ სწავლების პროცესი COVID-19-ის პანდემიის დროს.

2020 წელს, სწავლების პასუხისმგებლობა უცნაურად დაბალანსდა მასწავლებელსა და მშობელს შორის და სავარაუდოდ, სახლში დახმარება დისტანციური სწავლების წარმატების საკვანძო ფაქტორი გახდა.

კვლევა Journal of Research in Childhood Education-ში გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ:

რატომ ურთულდებათ კომპლექსური დავალება მოსწავლეებსა და მშობლებს? – „მასწავლებელი ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

წყარო: 1tv.ge

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.