ახალი ამბები

„შინ ევროპისკენ!“ — მასშტაბური აქცია თბილისში

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი უერთებდა აქციას „შინ ევროპისკენ!“.

ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ასევე გადაჭედილია მეტროსადგურები და ხალხს რიგში დგომა უწევს ესკალატორებზე ასასვლელად.

„შინ ევროპისკენ!“ — მასშტაბური აქცია თბილისში

აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერიტეტის სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი.

„შინ ევროპისკენ!“ — მასშტაბური აქცია თბილისში

„შინ ევროპისკენ!“ — მასშტაბური აქცია თბილისში

აქციის, „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“. მას ასევე უერთდება კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ შემავალი არასამთავრობო, სამოქალაქო და მედიაორგანიზაცები. ასევე,  საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კომპანიები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე ტრიბუნა არ დაეთმობათ პოლიტიკოსებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.