„შინ ევროპისკენ!“ — მასშტაბური აქცია თბილისში
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი უერთებდა აქციას „შინ ევროპისკენ!“.
ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ასევე გადაჭედილია მეტროსადგურები და ხალხს რიგში დგომა უწევს ესკალატორებზე ასასვლელად.
აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერიტეტის სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი.
აქციის, „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“. მას ასევე უერთდება კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ შემავალი არასამთავრობო, სამოქალაქო და მედიაორგანიზაცები. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კომპანიები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე ტრიბუნა არ დაეთმობათ პოლიტიკოსებს.