მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი, ახლა მოქმედების დროა – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიოს ამის შეჩერება შეუძლია და ახლა მოქმედებების დროა.
მისი თქმით, არის აგრესიის ომის, რომელშიც თავს დაიცავს და გაიმარჯვებს.
„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, – წერს ტვიტერზე კულება.
Putin has just launched a full-scale invasion of Ukraine. Peaceful Ukrainian cities are under strikes. This is a war of aggression. Ukraine will defend itself and will win. The world can and must stop Putin. The time to act is now.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 24, 2022
პუტინმა ცოტა ხნის წინ, 24 თებერვლის გამთენიისას, უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა.