SANGU – მემორანდუმი შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსამთავრებულებისთვის
21 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და კომპანია „Safety Line +“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “Safety Line +” ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის სექტორში საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი კომპანიაა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და კომპანია „Safety Line +“-ის დირექტორმა, ბატონმა ლუკა რუხაძემ.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულები, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სტაჟირების გავლას დასაქმების მიზნით კომპანია „Safety Line +“-ში შეძლებენ.
თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების და მათი პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული მემორანდუმი SANGU-ს სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობაა.