ახალი ამბები

თბილისში ნაპოვნი პირი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა – ქარსელაძე

თბილისში ნაპოვნი პირი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა – ქარსელაძე

მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მეწყრის ჩამოწოლისას.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით [მის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „მთავარი არხი“ ავრცელებენ], თბილისში ნაპოვნი პირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემდეგია:

  1. „ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული“;
  2. „აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში“;
  3. ვერ მოხერხდა დაკავშირება პირთან, ვინც ცხელ ხაზზე დააფიქსირა შეტყობინება, ასევე „არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან, არც არავისგან არ ყოფილა“;
  4. „დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია თუ არ არის“;
  5. შეტყობინების ავტორთან დაკავშირების შემდეგ დადგინდა, რომ „არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ [როგორც მიიჩნეოდა, დაკარგული – რედ.] პიროვნების“;
  6. „მოხდა უშუალოდ ამ [როგორც მიიჩნეოდა, დაკარგულ ი– რედ.] პიროვნებასთან დაკავშირება – მან განაცხადა, რომ არ ყოფილა შოვის ტერიტორიაზე“, რის შემდეგაც იგი ამოიღეს დაკარგულთა სიიდან.

თავდაპირველი ცნობების თანახმად, რომლებიც საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა გააცნო, თბილისში იპოვეს მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. თუმცა მღებრიშვილი მაშინაც ამბობდა, რომ „კითხვები არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ელექტრონულ მისამართზე: netgazeti.ge@gmail.com

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.