ახალი ამბები

თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

თბილისში, ბაგებში, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომობილში მოკლეს. შემთხვევის ადგილიდან „მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ლევან კაჭარავა 1990-იან წლებში იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორი და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან 2000-იან წლებში გაწყვიტა და 2013 წელს დააფუძნა ლოჯისტიკური კომპანია Multiplex Petrolia Logistics  Solutions BV. აღნიშნული ჯგუფში შემავალი კომპანიები ახორციელებენ გადაზიდვებს, მათ შორის, საქართველოდან ცენტრალური აზიის რეგიონში, ჩართულები არიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ პროექტებში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.