ახალი ამბები

უნდა იყოს თუ არა გამოცდაზე ყოველ წელს „ვეფხისტყაოსანი“ – „აბა ის არის კარგი, ზოგს შოთა რუსთაველი მეფე რომ ჰგონია?!“

უნდა იყოს თუ არა გამოცდაზე ყოველ წელს „ვეფხისტყაოსანი“ – „აბა ის არის კარგი, ზოგს შოთა რუსთაველი მეფე რომ ჰგონია?!“

2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ სესიაზე აბიტურიენტებმა თემა „ვეფხისტყაოსნიდან“ დაწერეს. როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობდნენ, დავალებაში მოცემული იყო ხატაეთის ბრძოლა და მათ უნდა დაეწერათ, გამართლებულია თუ არა დამარცხებული მტრის შემწყნარებლობა მეფის მხრიდან.

დავალება „ვეფხისტყაოსნიდან“ ბევრს გაუხარდა, ბევრმაც გააპროტესტა. იყო ასეთი შენიშვნაც – „ყოველ წელს „ვეფხისტყაოსანი“ რატომ უნდა მოდიოდეს გამოცდაზე, როდესაც საპროგრამო მასალა მრავალფეროვანია“. მომდევნო სესიებში მონაწილე აბიტურიენტები კი იხვეწებოდნენ, რომ მათ ვარიანტში „ვეფხისტყაოსანი“ არ მოსულიყო.

უნდა იყოს თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ წელს გამოცდების რომელიმე სესიაზე გამოყენებული და რატომ? ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ ფილოლოგ მანანა ციცქიშვილს დაუსვა, რომელიც წლების წინ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგენ კომისიაში მუშაობდა და უკვე მრავალი წელია, მუშაობს აბიტურიენტებთან.

„ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი მსოფლიოს საგანძურია და რატომ არ უნდა იყოს გამოცდებზე თუნდაც ყოველ წელს?! სკოლაშიც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ კარგად. მერე ის ბიჭი თუ გოგო, ხომ არ მიუბრუნდება „ვეფხისტყაოსანს“ და არ უნდა იცოდეს? აბა ის არის კარგი, ზოგს შოთა რუსთაველი მეფე რომ ჰგონია?!“, – ამბობს რეპეტიტორი.

მანანა ციცქიშვილის აზრით, საგამოცდო პროგრამა მართლაც მრავალფეროვანია და „ისედაც მშვენივრად იყო ამ ყველაფრით შევსებული საგამოცდო ტესტები“. „ვეფხისტყაოსანი“ კი ყოველ წელს არც მოდის გამოცდებზე.

„ოთარ ჭილაძის ლექსი იყო, „სამოსელი პირველიც“… „სამოსელი პირველი“ ადვილია? ურთულესი გასაგებია. მაინცდამაინც „ვეფხისტყაოსანზე“ ამახვილებენ ყურადღებას. ერთი პერიოდი აიჩემეს, „შუშანიკის წამება“ ამოვიღოთო. აუცილებლად უნდა ისწავლონ ეპოქა, ავტორი… ხანდახან ავიწყდებათ, ვინ დაწერა, რატომ დაწერა. ზედაპირულად უყურებენ ამ დიდ ნაწარმოებს და იმიტომ. არადა, ამ ნაწარმოებში ბევრი თემაა თავმოყრილი. სხვა მოთხრობიდან თუ ლექსებიდან ყველა თემას ვერ ამოიღებ. „ვეფხისტყაოსანი“ კი ამ მხრივაც ამოუწურავია. „მე ვმუშაობდი ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ დამდგენი კომისია ჰქვია. წარმოგიდგენიათ, XII-XIII საუკუნეების ტექსტის დამდგენი კომისია არსებობს დღემდე, ისეთი ამოუწურავია ეს ნაწარმოები, რომ ჯერ კიდევ ადგენენ. შესაბამისად, ჩემი პასუხიც ეს არის თქვენს კითხვაზე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა ციცქიშვილმა.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.