დეპუტატებს ანტისემიტური და კონსპირაციული წიგნი დაურიგდათ
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“ დაურიგდათ. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა.
წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ.
პარლამენტში აცხადებენ, რომ წიგნების დარიგებასთან საკანონმდებლო ორგანოს აპარატს კავშირი არ აქვს. პარლამენტში ირწმუნებიან, რომ წიგნები როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის დეპუტატებს მისმა ავტორმა ფოსტით გაუგზავნა. კანცელარიამ კი მიღებული ამანათი ადრესატებს დაურიგა.
„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.
პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აცხადებს პარლამენტის აპარატი.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.