სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცი Zuzana 2 გადასცა
![სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცი Zuzana 2 გადასცა](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/08/Untitled-design-37.jpg)
სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცი Zuzana 2 გადასცა.
როგორც სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, მალე უკრაინისთვის კიდევ ოთხი ჰაუბიცის მიწოდება მოხდება.
„სლოვაკეთი ეხმარება უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლის დაცვაში! მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ პირველი 4 სლოვაკური ჰაუბიცი Zuzana არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში და მზადაა განლაგდეს რუსი აგრესორებისგან დასაცავად“, – განაცხადა ნადიმ.
უკრაინამ და სლოვაკეთმა 8 ჰაუბიც Zuzana 2-ის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი 2 ივნისს მოაწერეს.
Zuzana 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარია და მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი 155 მმ კალიბრის ჭურვს 41 კმ მანძილზე ისვრის.
ამასთან, სლოვაკურ მედიაში ვრცელდება ინფრომაცია, რომ შესაძლოა სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29-ის ავიაგამანადგურებლები გადასცეს.