ილიაუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ინგლისურენოვანი პროგრამა

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წელს მიღებას ახალ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა” აცხადებს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით რეგისტრაციის ბაზის საშუალებით.

პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

ვესაუბრეთ პროგრამის შექმნაში მონაწილე რამდენიმე პროფესორს. გიორგი გოცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელია

ბატონო გიორგი, როგორ ხდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამაზე მიღება?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების შეფასების საფუძველზე. ყველა აპლიკანტს თანაბრად მოეთხოვება ინგლისურის და მათემატიკის დამადასტურებელი ვალიდური სერთიფიკატი ან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია:

– საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში;
– სოციალური მუშაობის და კონსულტაციის სფეროში;
– საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების ან მენეჯმენტის სფეროებში ან დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

რამდენად დიდია მზაობა და სურვილი სტუდენტების მხრიდან?

ჩვენ უკვე მივიღეთ უცხოელი სტუდენტები, რაც შეეხება ქართველ სტუდენტებს იმედს ვიტოვებთ რომ მათგანაც იქნება სურვილი და მზაობა.

ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პროგრამის თანახელმძღვანელია

ქალბატონო ნინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ინგლისურენოვანი პროგრამა რა მიზანს ისახავს?

პროგრამის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო; სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობას და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

რას მოიცავს პროგრამის სასწავლო გეგმა?

სასწავლო პროგრამა ეყრდნობა თანამედროვე და მზარდ ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მიმართულებებში როგორიცაა, ეპიდემიოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა, გარემოს ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტები, ჯანდაცვის ეკონომიკა და პოლიტიკა და ბოლოს გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე, ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. პროგრამა შედგენილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (Association of Schools of Public Health in the European Region (ASPHER) მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით და ასევე, საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით.

რა უპირატესობა აქვს ინგლისურენოვან პროგრამას?

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რადგან მსოფლიოში ახალი ცოდნის 90% სწორედ ამ ენაზე იქმნება და ქვეყნდება. სპეციალისტმა რომელმაც ეს ენა არ იცის ვერც ახალ ცოდნას ვერ დაეუფლება და თანამედროვეობას ჩამორჩება. ასევე ვგეგმავთ რომ გვყავდეს ინტერნაციონალური ჯგუფი რომელიც დაკომპლექტებული იქნება სტუდენტებით სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ვთვლით რომ ინტერნაციონალური კლასი მდიდარი იქნება გამოცდილებით, წარმომადგენლობით, რაც თავად სასწავლო პროცესს უფრო მეტად გაამდიდრებს.

აკაკი ზოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტია.

ბატონო აკაკი, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამას ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგიტრო პროგრამა ფუნქციონირებს საქართველოში, ვფიქრობთ რომ ინგლისურენოვან, მაღალ კვალიფიციურ სამაგისტრო პროგრამაზე მოთხოვნილება არსებობს. დარგს სჭირდება კვალიფიციური კადრები და პანდემიამ ნათლად დაგვანახა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მნიშვნელობა, როგორც ლოკალურად ისე გლობალურად.

რა სარგებლობას ნახავს პროგრამის კურსდამთავრებული? რა სარგებლობას ნახავს ქვეყანა პროგრამის კურსდამთავრებულით?

კურსდამთავრებული მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების, საჭიროებების და თანამედროვე საკითხების შესახებ ადგილობრივ და/ან გლობალურ/საერთაშორისო კონტექსტში; ასევე პროგრამა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო; სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობას და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყანაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.