რუსეთმა მატარებლის სადგური დაბომბა, დაიღუპა 15 მოქალაქე – უკრაინა
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ჩაპლინეში რკინიგზის სადგური დაბომბა.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 15 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 50-ზე მეტი.
„ტერორისტი რუსეთი განაგრძობს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გაეროს მიმართა, რომ რუსეთი უნდა შეაჩერონ ახლა, ვიდრე უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა.
Комментарии в Facebook