აწსუ-ში აბიტურიენტებისა და მეთერთმეტეკლასელებისთვის მათემატიკის კონკურსი ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა. მისი მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი 200-მა მოსწავლემ გამოთქვა, ადგილზე გამოცხადდა 150-მდე კონკურსანტი. მათ კონკურსის შედეგები 2 აპრილისათვის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ეცნობებათ.
პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე (კოდი ცნობარში 0090126), ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.