ახალი ამბები

მოსკოვში რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის მანქანა დაიწვა

მოსკოვში რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის მანქანა დაიწვა

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის, ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ მედიებში ვრცელდება.

BMW X6 მოდელის ავტომობილს ცეცხლი ლენინგრადის ქუჩაზე მდებარი კორპუსის ეზოში გაუჩნდა. ავტომობილის უკანა ნაწილი სრულად დამწვარია.

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მანქანა განზრახ დაწვეს. თვითმხილველების თქმით, მანქანასთან ახლოს შენიშნეს გოგო, თუმცა კავშირშია თუ არა ის ხანძართან უცნობია.

ევგენი სეკრეტარევი გენშტაბის მერვე განყოფილებაში მუშაობს, რომელიც ომის ცენზურაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, აღნიშნული განყოფილება აკონტროლებს, რომ მედიაში რუსული არმიის შესახებ არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.