ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების შემდეგ დატოვებს

წულუკიანის თქმით, პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების შემდეგ დატოვებს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულიკიანის განცხადებით, პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ „დემონტაჟისა და განადგურების“ შემდეგ დატოვებს.

„მინდა ზოგიერთს შევახსენო, რომელიც მსაყვედურობს, მიშაზე რატომ ლაპარაკობო. მე მიშაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ და არც ნაციონალურ მოძრაობაზე. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ პოლიტიკაში. მაგრამ რომ არიან, მეც ვარ და ვიქნები მანამ, სანამ…“, – განაცხადა მან „პოსტივის“ ეთერში.

წამყვანის კითხვას – „ანუ, თქვენი გადადგომის ყველაზე ეფექტური გზაა, რომ თვითონ წავიდნენ?“- წულუკიანმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებამდე „ჯარისკაცად იდგება და ვირტუალურ ხმალს იქნევს“.

„დიახ. მე სტრასბურგში მივატოვე ძლაიან კარგი სამსახური. დავდიოდი ჰიმალაის მთებში, აფრიკაში, კილიმანჯაროზე. ჯერ ოპოზიციაში ვიყავი, ცოტა უფრო მეტი დრო მქონდა, სტრასბურგში რომ ვმუშაობდი, ძალიან ბევრს დავდიოდი. მოვლილი მაქვს აფრიკა და აზია ფეხით, ევროპა თავისთავად. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

შემდეგ, ჩემს მაგიდაზე იმატა ოჩიგავას საქმემ, ასეთმა საქმეებმა, დაწყებული მოლაშვილიდან […] მაშინ ვთქვი, რომ უნდა წავიდე, სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ“.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.