FIBA-მ საქართველო-თურქეთის თამაშის შედეგები ძალაში დატოვა, დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს
FIBA ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ საქართველო-თურქეთის თამაშის შედეგები ძალაში დატოვა, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება FIBA Europe-მა გაავრცელა.
FIBA Europe-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება FIBA ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიის ერთპიროვნულმა მოსამართლემ ყველა მასალისა და მტკიცებულების განხილვის შემდეგ მიიღო.
“მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის ოპერაციების შეცდომა, TBF-მა საკუთარ საჩივარში ვერ დაასაბუთა, რომ კალათბურთის ოფიციალური წესების მიხედვით, დროის აღირცხვის ოპერაციების შეცდომა რომ არა, განსხვავებული შედეგი დადგებოდა. შედეგად, TBF-ის საჩივარი, რომელიც თამაშის შედეგებს აპროტესტებდა, გაუქმდა.
მოედნის გუნდურ ზონებში მიმდინარე მოქმედებებთან დაკავშირებით ორივე ფედერაციის ბრალდებებზე, რომელშიც ორიცე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართული, გამოძიება მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება გამოძიება, FIBA-ს შესაბამისი ორგანოები დისციპლინურ ზომებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე ნახეთ: