მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი, სადაც მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა.
მიხეილ გომიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1996 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
Комментарии в Facebook