ახალი ამბები

მეოთხე კლასის ამოცანები, რომელთა ამოხსნა მოზრდილებსაც უჭირთ

მეოთხე კლასის ამოცანები, რომელთა ამოხსნა მოზრდილებსაც უჭირთ

გთავაზობთ მეოთხე კლასის მათემატიკის ოლიმპიადის რამდენიმე ამოცანას, რომელთა ამოხსნა ზოგიერთ მოზრდილსაც კი გაუჭირდება.

1. სკამზე სხედან ბაბუა, კატა, ძაღლი და შვილიშვილი. თუკი ძაღლი, რომელიც ზის ყველაზე მარცხნივ, დაჯდება კატასა და ბაბუას შორის მაშინ ბაბუა აღმოჩნდება ყველაზე მარცხნივ. ვინ სად ზის?

2. სამმა ძმამ დაიჭირა 29 თევზი. როდესაც ერთმა ძმამ კერძისთვის გადადო 6 თევზი, მეორემ – 2, ხოლო მესამემ – 3, სამივეს თანაბარი რაოდენობის თევზი დარჩა. რამდენი თევზი დაიჭირა თითოეულმა ძმამ?

3. ნინო ცხოვრობს 16-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე, თუ გადავთვლით ზევიდან. რომელ სართულზე ცხოვრობს ნინო?

4. ოჯახში არის 4 ბავშვი. მათი ასაკია: 5, 8, 13 და 15 წელი. მათი სახელებია: ანა, გიორგი, მარიამი და ელენე. რამდენი წლისაა თითოეული მათგანი, თუკი ერთი გოგონა დადის საბავშვო ბაღში, ანა გიორგიზე უფროსია, ხოლო ანასა და მარიამის ასაკთა ჯამი იყოფა 3-ზე?

5. გოჭუნამ დათესა 8 რკო. ყველა რკოსაგან, გარდა ორისა გაიზარდა მუხა, ყველა მუხაზე, გარდა ორისა იზრდება რკო. ყველა ნაყოფიანი მუხის რკო, გარდა ერთისა, არ არის გემრიელი. რამდენი მუხის რკო არ არის გემრიელი?

6. სხდომას ესწრება 29 აკადემიკოსი. 12 მათგანს აქვს წვერი, ხოლო 18-ს ულვაში. 3 აკადემიკოსს არ აქვს არც წვერი, არც ულვაში. რამდენ აკადემიკოსს აქვს წვერიც და ულვაშიც?

7. ქალაქიდან და სოფლიდან ბანაკში ჩამოვიდა 240 მოსწავლე. მათ შორის არის 125 ბიჭი, რომელთაგანაც 65 ქალაქიდანაა. სოფლიდან 53 გოგონაა. რამდენი მოსწავლე ჩამოვიდა ქალაქიდან?

8. ჩაწერეთ რიცხვი 111 ოთხი ცალი ორიანით.

9. თუ ანდრო მისცემს პეტრეს 300 ლარს, მაშინ მათ თანაბარი რაოდენობის თანხა გაუხდებათ. რამდენით მეტი ლარი აქვს ანდროს პეტრეზე?

10. ფეხბურთის გუნდმა ჩაატარა 3 შეხვედრა. მათ მოახერხეს 3 ბურთის გატანა მოწინააღმდეგის კარში, ხოლო ერთი კი მიიღეს საკუთარ კარში. ერთ შეხვედრაში გუნდმა მოიგო, მეორე დაამთავრა ფრედ, მესამე კი წააგო. რა ანგარიშით დამთავრდა თითოეული შეხვედრა?

11. ტურისტებმა იყიდეს იტალიური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური მარკები. შენაძენის საერთო ღირებულება გარდა იტალიური მარკისა შეადგენს 40 ლარს, გარდა გერმანული მარკისა – 45 ლარს, გარდა ფრანგულისა – 44 ლარს, გარდა ინგლისურისა – 27 ლარს. რა ღირს იტალიური მარკა?

12. ორი რიცხვის ჯამია 715. ერთი რიცხვი ბოლოვდება ნულით, თუ გადავხაზავთ ამ ნულს მივიღებთ მეორე რიცხვს. იპოვეთ ეს რიცხვები.

13. ბავშვებმა შეკრეს წრე. ნიკასგან მარცხნიდან მეხუთე იგივეა, ვინც მარჯვნიდან მეექვსე. რამდენი ბავშვია წრეში?

პასუხები:
1. მარცხნიდან მარჯვნივ: ძაღლი, ბაბუა, კატა, შვილიშვილი
2. პირველმა ძმამ დაიჭირა 12 თევზი, მეორემ – 8, მესამემ – 9.
3. მეათე სართულზე
4. ანა 13 წლისაა, გიორგი – 8-ის, მარიამი – 5-ის, ელენე – 15-ის.
5. სამი
6. ოთხი
7. ქალაქიდან ჩამოვიდა 127 მოსწავლე
8. 222 : 2 = 111
9. 600 ლარით
10. წაგებული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 0:1, ფრედ დასრულდა 0:0, მოგებული შეხვედრა 3:0
11. იტალიური მარკა ღირს 12 ლარი
12. 650 + 65 = 715
13. წრეში 11 ბავშვია

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.