ახალი ამბები

ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტს მოღალატე დაუძახა

ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტს მოღალატე დაუძახა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის მოღალატე არ დაუძახებია.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ სიტყვას აპროტესტებდა, თუმცა მისთვის მოღალატე მას არ დაუძახებია.

„სიტყვა მოღალატე არ თქმულა. შეიძლება ვიღაცამ თქვა ეგეთი სიტყვა, მარგამ მე არ მითქვამს. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეს სიტყვა არ გამიგია საერთოდ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

პრეზიდენტმა ხელისუფლების ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, ასევე გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე წლის წინ მოკლეს.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას უკანა რიგებიდან მისი მისამართით შეძახილები ისმოდა, მათ შორის, სიტყვა მოღალატეც.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.