ახალი ამბები

ნოე სულაბერიძე გამოკითხვის ფორმულირებისთვის ბოდიშს იხდის

იმედის წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული გამოკითხვის გამო ბოდიშს იხდის.

სულაბერიძემ ინსტაგრამზე ონლაინ გამოკითხვა გამოაქვეყნა ასეთი ფორმულირებით: “აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით?” სავარაუდო პასუხებს შორის კი იყო “მშვიდობა” და “თავისუფლება”.

ნოე სულაბერიძე გამოკითხვის ფორმულირებისთვის ბოდიშს იხდის

კითხვის ამგვარი ფორმულირება ფეისბუკზე არაერთმა ადამიანმა გააპროტესტა და გააკრიტიკა, რის შემდეგაც “იმედის” წარმომადგენელმა განმარტება გამოაქვეყნა.

“ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს. ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს ) მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ”, – წერს სულაბერიძე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.