ახალი ამბები

სექტემბერში ინფლაციამ 11.5 % შეადგინა – საქსტატი

სექტემბერში ინფლაციამ 11.5 % შეადგინა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, აგვისტოს თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.8 პროცენტით გაიზარდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი),
  • თევზეული (16.5 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი);

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ამჟამინდელი მონაცემებით, 8.5 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 11.0 პროცენტი აქვს დადგენილი.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ინფლაციის დონე მოქმედებს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ნაწილზეც. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის ზომა აღემატება ფონდის მონაგებს, მაშინ მოქალაქეთა დანაზოგები უფასურდება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.