ახალი ამბები

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ღონისძიება მიეძღვნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ღონისძიება მიეძღვნა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გასული წლის მთავარ მიღწევებზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის სტატუსის შეცვლის მნიშვნელობას უნივერსიტეტისა და რეგიონისთვის, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმბეზე და წარმატება უსურვა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.

ღონისძიების დამსწრეებს ასევე მიესალმნენ: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ხატია ხაბაშვილი; მსახიობი დუტა სხირტლაძე.

ღონისძიების დასასრულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.