CIU-ში საჯარო ლექცია თემაზე – საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის გაიმართა
4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის“.
ლექციას „საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის“ პრეზიდენტი, ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის დამფუძნებელი წევრი – EPAC-ში, “Horeca Hotel Star Georgia“-ს დამფუძნებელი/თავმჯდომარე „საქართველოს გიდების ასოციაციის“ დამფუძნებელი/პრეზიდენტი, ქეთევან მელაძე უძღვებოდა.
მომხსენებელმა განიხილა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის არსებული მდგომარება და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი სექტორის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციამ“ მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, რომ საქართველო HOTREC-ისა და HOTELSTARSUNION-ის ოფიციალური წარმომადგენელი გამხდარიყო. სტუდენტებს განემარტათ ამ ფაქტის შედეგად, სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების შესაძლებლობების შესახებ, რაც უზრუნველვყოფს გამჭირვალობასა და მომხმარებლების დაცვას დამოუკიდებლად მინიჭებული ვარსკვლავებისგან. GIATA-ს ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო ქსელებში (რომლის წევრიც არის საქართველო) მოხდება მხოლოდ იმ განთავსების ობიექტების რეკლამირება, რომლებიც რეალურად არიან კლასიფიცირებულები/გავარსკვლავიანებულები Hotelstars Union-ის მიერ.
ლექციის დასასრულს სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მომხსენებლისთვის დაესვათ შეკითხვები ტურისტულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ.
CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა და CIU-ს ტურიზმის ლაბორატოორიის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ მადლობა გადაუხადეს ქეთევან მელაძეს საინტერესო მოხსენებისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირეს.