პოლიციის რეფორმისთვის ევროკავშირი სომხეთს 10 მილიონ ევროს მისცემს
ევროკავშირი სომხეთთან ხელშეკრულების [2021-2027 წლების ] ფარგლებში, ქვეყანას 10 მილიონ ევროს ოდენობით გრანტს მისცემს მიგრაციის მართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით პოლიციის რეფორმისთვის.
ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ვიცე-პრემიერის მგერ გრიგორიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური ინფორმაციითვე, კიდევ ერთ გრანტს ევროკავშირისგან სომხეთი 23 მილიონი ევროს ოდენობით მიიღებს სიუნიქის მხარეში მცირე დ საშუალო ბინზესის შექმნისა და განვითარებისთვის. წინაწარი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 1500-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტი დაფინანსებას მიიღებს.
Комментарии в Facebook