ახალი ამბები

თავისუფლების მხარეს უნდა იყოთ და შიშს არ უნდა ასხივებდეთ – მანჯგალაძე „ოცნებას“

თავისუფლების მხარეს უნდა იყოთ და შიშს არ უნდა ასხივებდეთ – მანჯგალაძე „ოცნებას“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შიშს არ უნდა ასხივებდეს.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა აჩვენებდეს, რომ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების მხარეს დგას.

ამის შესახებ მან დღეს, 26 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ რიტორიკა გააკრტიკა, რომელიც ენმ-ს „ომის პარტიად“ მოიხსენიებს.

„ომი არავის არ სჭირდება და ეს არის ცრუ დილემა და შეთავაზება, თითქოს „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტი. თქვენი გაუბედავი პოლიტიკა იქნება იმის პროვოცირების საფუძველი, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოში ადვილად გაისეირნებს. ამას ახალისებთ თქვენ და არა იმას, რომ საქართველოში არავინ აპირებს თავისუფლების დათმობას. ამის მხარეს უნდა იყოთ – სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების მხარეს, რომ შიშს არ უნდა ასხივებდეთ და იმას, რომ მზად ხართ, რუსეთის ერთი ფეხის დაბაკუნებაზე ორ ფეხზე დადგეთ. არ მეგულება საქართველოს პარლამენტში ადამიანი, ვისაც ომი უნდა და მითუმეტეს, ომი უნდა რუსეთთან ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.