ახალი ამბები

ყოველდღე ეთერი დაეთმობა მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა დააზიანა – იმედი

ყოველდღე ეთერი დაეთმობა მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა დააზიანა – იმედი

ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ამიერიდან „ბრძოლის წინა ხაზზე“ გადადის და ეთერი დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებსაც „სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა,“.

განცხადებაში ტელეკომპანია წერს, რომ 2 კვირაში გადამწყვეტი ტურია და, როგორც 2018 წელს, იმედი გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

„დღეიდან “იმედი” ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლიტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის “იმედის” სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

„იმედი“ შეგახსენებთ ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წარსულს, რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალზე“, – წერია განცხადებაში.


2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ტელეკომპანიამ მსგავსი განცხადება გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ „“წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს “ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა“ და  გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა მათთვის მიუღებელია.

ვრცლად:

“იმედი”: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.