CIU-ს ინტელექტკლუბში სტუდენტებმა ძალები კროსმაისტერსა და ინტელექტუალურ დუელში მოსინჯეს
![CIU-ს ინტელექტკლუბში სტუდენტებმა ძალები კროსმაისტერსა და ინტელექტუალურ დუელში მოსინჯეს](https://newstbilisi.info/wp-content/uploads/2023/03/336911285_546386684035767_4951257348858550932_n.jpg)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში სტუდენტებმა ძალები კროსმაისტერსა და ინტელექტუალურ დუელში მოსინჯეს.
კროსმაისტერში მეოთხედფინალური, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრების შემდეგ გამოვლიდა საუკეთესო სამეული:
1-ლი ადგილი – ლილე ქურასბედიანი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2-3 ადგილი, თანაბარი ქულებით – გიორგი ლომუაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და ილია ბატიაშვილი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი).
ინტელექტუალურ დუელში კი სადაც მონაწილეები გუნდურ და ინდივიდუალურ რაუნდებში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1-ლი ადგილი – „იურისტები“ (კაპიტანი – ლაშა სვინტრაძე);
მე-2 ადგილი – „აკომა“ (კაპიტანი – ლილე ქურასბედიანი);
მე-3 ადგილი – „სიზიფეს მითი“ (კაპიტანი – გიორგი ლომუაშვილი).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, მედლებით, ბუებით, სერტიფიკატებითა და სხვა სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.