ევროპა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვას განიცდის – ევროკომისია
ევროპის ორი მესამედი განიცდის გვალვას, რომელიც ამ მონაცემებით, უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმეა. ამის შესახებ წერს BBC ევროკომისიასა და მისი მკვლევრების მიერ შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აგვისტოს ბოლოს მონაცემებით კონტინენტის 47% საგანგაშო მდგომარეობაშია, რაც ნიშნავს, რომ ნიადაგი გამომშრალია, ხოლო 17% – განსაკუთრებით საყურადღებო. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მცენარეულობა „მაღალი სტრესის“ ქვეშაა.
გვალვის საფრთხე მზარდია ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო.
რუკაზე ეს გამოიყურება შემდეგნაირად:
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გვალვამ დააზიანა საზაფხულო მოსავალი. წინა წელთან შედარებით სიმინდის მოსავლიანობამ იკლო 16%-ით, სოიისა- 15%-ით და მზესუმზირასი – 12%-ით.
დოკუმენტზე საუბრისას ევროკომისია აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემებით – „დღევანდელი გვალვა, როგორც ჩანს, ყველაზე მძიმეა, უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში“.