ახალი ამბები

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს – როგორია მისი სამოქმედო გეგმა

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს – როგორია მისი სამოქმედო გეგმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით ჯაბა სამუშია აირჩია.

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა თსუ აკადემიურმა საბჭომ.

კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.  როგორც ცნობილია, ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.

რაც შეეხება მისი, როგორც რექტორის მოავლეობის შემსრულებლის მოკლევადიან სამოქმედო გეგმას, ის 13 მნიშვნელოვანი პუნქტისგან შედგება და მათ შორის, ჯაბა სამუშია ასახელებს სტუდენტებთან თანამშრომლობასაც.

იხილეთ ჯაბა სამუშიას სამოქმედო გეგმა

შეგახსენებთ, რომ თსუ რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 7 ოქტომბერს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს მიმართა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.