ახალი ამბები

12 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ  ნიკა გვრამიას შეწყალების საკითხი განიხილოს.

ზურაბიშვილისადმი მიწერილ წერილს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აქვეყნებს.

როგორც ევროპარლამენტარების წერილშია ნათქვამი, ნიკა გვარამიას პატიმრობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდანდ კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობად აღიქმება.

მათი თქმით, საქართველო ფართოდ აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება.

როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ,  ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსთან შეუთავსებელია.

მათი თქმით, ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას.

მათივე თქმით, გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო აღრმევებს ქვეყანაში პოლარიზაციას.

„ამიტომ, მოგმართავთ და მოწოდებით, რომ განიხილოთ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გამოიჩენთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების მიზნით“, — მიმართავენ ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.