ახალი ამბები

ბიჭვინთის საკითხის განსახილველად აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ

ბიჭვინთის საკითხის განსახილველად აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ

აფხაზეთში ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აიდგილარას” ცნობით, აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც 10 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დანიშნულია რუსულ მხარესთან ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საკითხის განხილვა.

იქამდე ინალ არძინბამ, დე ფაქტო საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმებაში, რომლის რატიფიცირებაც იგეგმება აფხაზეთის პარლამენტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, უცნობია.

შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.