ახალი ამბები

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ტექნიკური საკითხების, მათ შორის არჩევნების წესის შემუშავებაზე იზრუნებს. ამის შესახებ დღეს, 12 ნოემბერს გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იქნება არჩეული. შესაბამისად ბუნებრივია ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არა უბრალო სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მათ შორის იმას, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე.

ჩვენი მცდელობა იქნება, რომ შევეცადოთ ეს პრინციპი ავიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. წინა არჩევნებში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ჩვენმა წევრმა და მხარდამჭერმა”, – განაცხადა ბარამიძემ ბრიფინგზე.

სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან:

  • გიორგი ბარამიძე
  • ნინო კვიტაიშვილი
  • თორნიკე ბიკაშვილი
  • გიორგი ბოტკოველი
  • ლევან ბეჟაშვილი
  • ივანე პეტრიაშვილი
  • ბაჩო დოლიძე

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.