უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“.
პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება სკოლის VIII-XII კლასელებისთვის.
მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროგრამირების მიმართულების სამი პრაქტიკული კურსიდან გაიარონ ერთ-ერთი:
გრაფიკული დიზაინი
შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ეტაპები:
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპზე, ღია ლექციებზე, მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე პროფესიებს და მოემზადებიან პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს;
მეორე ეტაპზე, შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) გაივლიან ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე;
მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსზე შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.
პროექტის მონაწილეეებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
პრიზი:
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. მისი ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია VIII-XII კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სასურველი კურსის სააპლიკაციო ფორმის შევსება 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა
კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა
კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა
არჩეული კურსის შესაბამისად კურსის მონაწილეებს თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები.
გრაფიკული დიზაინი: ნენე არაბული, UI/UX დიზაინერი. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე აქვს ნამუშევარი.
Unity 3D: თამთა ასათიანი, Game developer-ი, რომელიც თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში.
C#: ვარლამ დადიანი 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდ დეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში.
რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:
- მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
- ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმაო ცოდნა;
- გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული;
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
- შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.
გრაფიკული დიზაინი (სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა)
თამაშების დეველოპმენტი „Unity 3D“ (სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა)
პროგრამირება „C#“ (სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა)