ახალი ამბები

CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეთა დებატებს დაეთმო.

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას, ასევე, მათ სწორად გამოყენებას, კომპრომისის ნახვასა და შეთანხმებას.

პროექტში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, შინაარსი კი დატვირთული იყო სხვადასხვა სადებატო თემატიკით:

CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა„სახელმწიფოს როგორი ტიპია მისაღები საქართველოსთვის (ტერიტორიული მოწყობისა და მმართველობის ფორმის გათვალისწინებით)“ – სპიკერი/მენტორი: გელა გიორგაძე – CIU-ის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, თადარიგის ბრიგადის გენერალი;

„როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური იმიჯი მსოფლიოში: იდენტურობა თუ იდენტობა? (ლიბერალიზმი და კონსერვატორიზმი)“ – სპიკერი/მენტორი: თამარ ჩიბურდანიძე – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ის პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ექსპერტი პოლიტიკურ კომუნიკაციებსა და დემოგრაფიულ პოლიტიკაში;

„კაზუსი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროპული კონვენციის) მე-10 მუხლის მიხედვით” – სპიკერი/მენტორი: ირინა ბათიაშვილი – „თბილისი ენერჯის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტი, CIU-ის სამართლის დოქტორანტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი;

„ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის მიზანშეწონილობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ – სპიკერი/მენტორი: ირაკლი ნადარეიშვილი – სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი;

„ტრადიციული და სოციალური მედია“ – სპიკერი/მენტორი: გიორგი გოგოხია – CIU-ის მასობრივი კომუნიკაციის დოქტორანტი; „ტრადიციული ჰიდროელექტრო სადგურები თუ განახლებადი ენერგიის (მზის, ქარისა და მწვანე წყალბადის) სადგურები?“ – სპიკერი/მენტორი: გიორგი კაპანაძე – CIU-ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი;

„ჯანმრთელობა და თვითმკურნალობა“ – სპიკერი/მენტორი: კოკა კაჭარავა – Phd დოქტორი, ჯანდაცვის კვლევისა და განვითარების მიმართულება/ფარმაკოლოგია (საფრანგეთი), CIU-ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი (ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით).

დებატებამდე პროექტის მონაწილეებს თამარ ჩიბურდანიძის ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც კამათისა და შეთანხმების ხელოვნებას ეხებოდა.

პროექტის დასკვნით დღეს, თითოეული თემატიკის დებატებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო პედაგოგებსა და მენტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია მარინე უგულავა, პროექტის კოორდინატორი კი ნია სადაღაშვილი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.