ახალი ამბები

უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად 11 დღეში 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა

უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად 11 დღეში 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა

სამოქალაქო ინიციატივა „გაუზიარე სინათლის“ ფარგლებში, 11 დღის განმავლობაში, უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა.

საქველმოქმედო კამპანიის „ფეისბუქ“ გვერდის თანხმად, ამ დროისთვის კამპანიაში საქართველოს 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და გენერატორებით დატვირთულ სატვირთო მანქანების სტიკერებზე ყველა მათგანის სახელი იქნება მითითებული.

შემოწირულობები 1-დან 10 000 ლარამდე მერყეობს. მოქალაქეთა ნაწილი კამპანიაში საკუთარი მცირე გენერატორებით ჩაერთო.

კამპანია „გაუზიარე სინათლე“ 12 დეკემბრის ჩათვლოთ გაგრძელდება, გენერატორები კი კიევში შობამდე გაიგზავნება, რომელიც უკრაინაში წელს 25 დეკემბერს აღინიშნება.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგი ანგარიშის ნომრებზე:

GE07TB7163836070100002 – თიბისი

GE80BG0000000539687194 – საქართველოს ბანკი

თანხის მიმღებია არასამთავრობო ორგანიზაცია „პოპულუს რეი“, ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ „შემოწირულობა“.


ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე. მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნა უპირველესად ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, ამგვარი დახმარების გაგზავნა შეუძლიათ ქალაქებსაც, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქებსაც. მაგალითისთვის, 200-ზე მეტი ევროპული ქალაქი და თვითმმართველობა აგზავნის უკრაინაში გენერატორებს „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში.

„გაუზიარე სინათლე“ სამოქალაქო ინიციატივაა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, უკრაინის საელჩოს ცნობით, მას ერთი თვის წინ მიმართეს გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. საელჩოს ამ ინფორმაციის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 დეკემბერს განაცხადა,  რომ უკრაინა ითხოვს მაღალი სიმძლავრის გენერატორები, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. 9 დეკემბერს კი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გააგზავნის.

უკრაინაში გენერატორებს გავაგზავნით – საქართველოს მთავრობა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.