ახალი ამბები

გამოქვეყნდა 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და გამსვლელი ქულები

გამოქვეყნდა 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და გამსვლელი ქულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 დეკემბერს, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და გამსვლელი ქულები გამოაქვეყნა.

ცენტრის ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების ნახვა შეუძლია ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას ამ ბმულის საშუალებით.
ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილას მოხვდა რეიტინგულ სიაში, მოსწავლეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.

პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.