ახალი ამბები

თუ უნივერსიტეტში სწავლა დაასრულეთ და დიპლომის აღება წლების შემდეგ გადაწყვიტეთ – ინსტრუქცია

თუ უნივერსიტეტში სწავლა დაასრულეთ და დიპლომის აღება წლების შემდეგ გადაწყვიტეთ – ინსტრუქცია

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, დიპლომის აღებას არაერთი კურსთამთავრებული, სხვადასხვა მიზეზების გამო, მოგვიანებით, ზოგჯერ კი წლების შემდეგაც წყვეტს და მას ამის სრული უფლება აქვს.

რაც შეეხება დოკუმენტის მიღების პროცედურებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სწავლის სრული კურსის დასრულების, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდგომ არ აგიღიათ დიპლომი, საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან მის სამართალმემკვიდრეს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დიპლომი, თუმცა, არსებობს განსხვავებული გარემოებაც.

თუ დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრს) განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნით. ფაქტის დადგენის შემთხვევაში და შესაბამისი საფასურის, 50 ლარის, გადახდის შემდგომ ცენტრი გასცემს საგანმანათლებლო დოკუმენტს.

როგორ იქცევა პირი, თუ მას დოკუმენტის მიღება დაუსწრებლად სურს, რადგან ქვეყანაში არ იმყოფება, ან მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დოკუმენტი თავად აიღოს. ამის თაობაზე EDU.ARIS.GE -ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 16 დეკემბერს განუმარტეს, რომ თუკი უნივერსიტეტი არსებობს, პირი მაინც დაწესებულებას მიმართავს და დაუსწრებლად დოკუმენტის მიღების პროცედურა უმაღლესს თავად ექნება შემუშავებული. ხოლო, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აღარ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი დიპლომის აღების მსურველის მინდობილი პირი წარადგენს შესაბამის განცხადებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და პროცესი დადგენილი წესით წარიმართება.

ასევე იხილეთ:

თუ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა ან ხელახლა აღება გვჭირდება და დაწესებულება აღარ არსებობს – პროცედურა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.