გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი შეაჯამეს, ასევე განიხილეს რეგიონული ოფისების მზადება მეორე ტურისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული სტრუქტურის შემდგომ განვითარებას. გიორგი გახარიასთან ერთად პარტია „საქართველოსთვის“ ზუგდიდის რეგიონულ ორგანიზაციაში შეხვედრას პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ფარულავა, პარტიის წევრები მალხაზ თორია და გეგა შენგელია ესწრებოდნენ.
Комментарии в Facebook