ახალი ამბები

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა.

პროექტი გაიხსნა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ტურით, რომელსაც ფაკულტეტის კოორდინატორი, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ბოდაველი უძღვებოდა.

პროექტის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ როგორც მევენახეობის, ისე დეგუსტაციების ძირითად ასპექტებს, ისტორიულ ფაქტების გასაცნობად, ჩაუტარდათ ტური საუნივერსიტეტო მარანსა და ლაბორატორიებში.

კვირეულის პირველი შეხვედრა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ოლანი გოცირიძეს დაეთმო თემაზე: „მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული რაკურსი“.

მეორე შეხვედრას შენგელი კიკილაშვილი – აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს მეცნიერ-თანამშრომელი და ასისტენტ-პროფესორი, ღვინის კომპანია „შუმის“ ამპელოგრაფი უძღვებოდა თემაზე: „მევენახეობის ზონები და რეკომენდირებული ვაზის ჯიშები“.

მესამე შეხვედრაზე, თემაზე: ,,ღვინის ვარჯიშები“ სტუდენტებს უმასპინძლა საბა ქიტიაშვილმა – ენოლოგი, სერტიფიცირებული სომელიე, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, CIU-ს მოწვეული ლექტორი.

პროექტი ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება ,,საქართველო ღვინის სამშობლო“.

დასასრულს კი, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.