კასპში დაახლოებით 70 წლის ქალი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია
კასპში, სოფელ ნოსტეში 70 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს.
პირველადი ინფორმაციით, 80 წლამდე კაცმა ძმის ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Комментарии в Facebook