ახალი ამბები

მოსწავლის მობილობა და შემაჯამებელი დავალება – ინსტრუქცია ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისთვის

მოსწავლის მობილობა და შემაჯამებელი დავალება – ინსტრუქცია ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისთვის

სემესტრის ბოლო საჯარო სკოლებში შემაჯამებელი დავალებების ციებ-ცხელებასაც უკავშირდება. მოსწავლის მობილობის გათვალისწინებით, შემაჯამებელი დავალებების შესრულებასა და ელექტრონულ ჟურნალში ასახვას კი განსხვავებული ინსტრუქცია აქვს, რომელიც აქტუალური კითხვების შესაბამისად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ დეკემბერში დეტალურად ახსნა და რომელსაც EDU.ARIS.GE გთავაზობთ:

– როგორ ვმოქმედებთ, თუ ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მობილობის დროს, მიმღებ სკოლაში უკვე შესრულებულია შემაჯამებელი დავალება, ამასთან გამშვებ სკოლაში მოსწავლეს არ აქვს/ან ნაწილობრივ აქვს შესრულებული შემაჯამებელი დავალება/დავალებები?

– თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე – მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით (ესგ-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი).

– როგორ ვიმოქმედოთ, თუ გარკვეული მიზეზის გამო, დაგვიანდა მოსწავლის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), რამაც გამოიწვია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამის საგანზე/საგნებზე მოსწავლის ასახვის დაგვიანება და კლასს მის გარეშე ჩაენიშნა შემაჯამებელი დავალება?

– თუ მოსწავლე არ იყო ასახული ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა (eSchool) და შესაბამისად ელექტრონულ ჟურნალში იმ მომენტში, როდესაც ჩანიშნული იყო შემაჯამებელი დავალება, მასწავლებელმა შემაჯამებელი დავალების შეფასება უნდა ასახოს საკლასო ტიპის შეფასებაში და კომენტარის ველში მიუთითოს, რომელ შემაჯამებელ დავალებას მიეკუთვნება აღნიშნული შეფასება.

შენიშვნა: ერთ მოსწავლეზე შემაჯამებელი დავალება არ ინიშნება. შემაჯამებელი დავალება ინიშნება მთლიან კლასზე.

– რა უნდა გავითვალისწინოთ ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მოსწავლის მობილობის დროს?

– ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მოსწავლის მობილობა ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) მეშვეობით. მობილობის განხორციელებისათვის აუცილებელია:

  • მოსწავლეს ჰქონდეს შეფასება უკვე ჩანიშნულ და ჩატარებულ ყველა შემაჯამებელ დავალებაში, სადაც უფიქსირდება დასწრება;
  • მოსწავლეს არ ჰქონდეს ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, რომელიც ჩანიშნულია მობილობის პროცესის დაწყების შემდეგ;
  • მოსწავლეს არ ჰქონდეს ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, რომელშიც არ უფიქსირდება გაცდენა.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მობილობის დასრულებამდე გაცდენილ შემაჯამებელ დავალებაში არ ჩაენიშნება შემაჯამებელი დავალების აღდგენა და არ შეფასდება, მისი შეფასება იქნება 0 და მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების გამოთვლისას.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის შემაჯამებელი შეფასების ცვლილება – ინსტრუქცია განათლების მართვის სისტემისგან

რას აკეთებს სკოლა და მასწავლებელი თუ ჩათვლის, რომ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის საშუალო შეფასება არასწორად არის ასახული – ინსტრუქცია

როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ საგნის საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა – EMIS-ის განმარტება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.